“ჯორჯიან ეარვეისი” სტიქიით დაზარალებულთათვის ტვირთების უსასყიდლოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია უზრუნველყოფს სტიქიით დაზარალებულთათვის განკუთვნილი ტვირთების უსასყიდლოდ საქართველოში ტრანსპორტირებას.
“იმის გათვალისწინებით, რომ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების დახმარების სურვილით მიმართა მრავალმა უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ და უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, “ჯორჯიან ეარვეისი” უზრუნველყოფს სტიქიით დაზარალებულთათვის განკუთვნილი ტვირთების უსასყიდლოდ საქართველოში ტრანსპორტირებას. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მიმართონ ავიაკომპანიის წარმომადგენლობებს შესაბამის ქვეყნებში”, – ნათქვამია ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები