გარემოს დაცვის სამინისტრო: მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარის შკვალური გაძლიერება

თბილისში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარის შკვალური გაძლიერება – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდება. ხორციელდება მონიტორინგი. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს ვერეს ხეობაში მომუშავე ადამიანების გამოყვანა.
სიზუსტისთვის, არსებობს ალბათობა მოსალოდნელი წვიმის შესახებ 60-70 პროცენტით, რაც არ გულისხმობს სტიქიის განმეორებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები