ირლანდიის მთავრობა საქართველოს მოსახლეობას თანადგომას უცხადებს

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩარლზ ფლანაგენი, ირლანდიის მთავრობის სახელით თბილისში დატრიალებული სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
“მოგმართავთ პირადად ჩემი და ირლანდიის მთავრობის სახელით. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის გამო. უზომოდ დამამწუხრა ინფორმაციამ მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალებისა და იმ ზიანის შესახებ, რაც სტიქიამ გამოიწვია. ეროვნული გლოვის, მწუხარებისა და დანაკარგის დღეს მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ფიქრები თქვენთან არის. გთხოვთ, მიაწოდოთ ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობას”, – ნათქვამია ჩარლზ ფლანაგენის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები