თავდაცვის მინისტრმა გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტიქიის შედეგად მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს და მის პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ეხმარებოდნენ თბილისელებს და იდგნენ მათ გვერდში. ჩვენ ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. ჩვენთვის დიდი პატივია ვემსახურებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველთვის, ყველგან, ნებისმიერ ვითარებაში და ბუნებრივია, არც ეს დღეებია გამნონაკლისი და განსხვავებული“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები