„დემოკრატიის ინსტიტუტი“ წყალდიდობის შედეგების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნას ითხოვს
“დემოკრატიის ინსიტუტი” თბილისში მომხდარი წყალდიდობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და 14 ივნისს თბილისში წყალმოვარდნისა და მისი მასშტაბური ტრაგიკული შედეგების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნას ითხოვს.
“დემოკრატიის ინსიტუტი” მიიჩნევს რომ სათანადო სახელმწიფო სტრუქტურების დროული და ადეკვატური მოქმედებების შედეგად წყალდიდობის მსხვერპლისა და ზარალის მასშტაბების შემცირება სრულიად შესაძლებელი იყო,- ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.
“დემოკრატიის ინსტიტუტი” დიდი გულისტკივილით უსამძიმრებს წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.,, მთელი რიგი ფაქტობრივი და გარემოებების ანალიზის შედეგად, რომელთა თაობაზე მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ვთლით რომ სათანადო სახელმწიფო სტრუქტურების დროული და ადეკვატური მოქმედებების შედეგად სრულიად შესაძლებელი იყო, წყალდიდობის მსხვერპლისა და ზარალის მასშტაბების შემცირება. ამიტომ მოვითხოვთ!
1. უმოკლეს ვადაში შეიქმნას 14 ივნისს თბილისში წყალმოვარდნისა და მისი მასშტაბური ტრაგიკული შედეგების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია.
2. გამოვლინილ და სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში იქნან მიცემული წინამორბედი და მოქმედი ხელისუფლების თანამდებობის პირები, რომელთა ქმედებების ან უმოქმედობის გამო სტიქიციის მსხვერპლმა და ზარალმა ასეთი კოლოსალური მასშტაბი მიიღო !
3. უმოკლეს ვადაში იქნას განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები, ვერეს ხეობაში მსგავსი ტრაგიკული მოვლენების განვითარების თავიდან ასაცილებლად, (მეწყრული უბნის თანდათობითი ლიკვიდაცია, სახიფათო ზონების განსაზღვრა და მოსახლეობის გაყვანა აღნიშნული ტერიტორიებიდან…“- აღნიშნულია განცხადებაში.