ყვარელში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება
გავრცელებული ინფორმაცია იმის, შესახებ, რომ ყვარლის რაიონში მეწყერი ჩამოწვა არ დასტურდება.
აღნიშნულ ინფორმაციას თავად ყვარლის რაიონის გამგეობაში არ ადასტურებენ და დასძენენ, რომ ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის ფაქტი დიდი ხანია არ დაფიქსირებულა.
“ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ არის გადამოწმებული. ვიცით, რომ შესამოწმებლად არიან წასული. თბილისიდან სპეციალისტები ვეტმფრენით ჩამოფრინდნენ და ყველაფერს მათი დაბრუნების შემდეგ გავიგებთ“, – აცხადებენ გამგეობაში.