ნოდარ ხადური სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსა და პარაკლისს დაესწრო.
პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა ჩვენი თანამოქალაქეების სტიქიის შედეგად გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადა მათ ოჯახებს.