„უკრაინა ხედავს მეგობარი საქართველოს გასაჭირს“
საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეხმიანება. როგორც პრეზიდენტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ის მზად არის, დახმარება გაუწიოს ქართველ ხალხს წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლაში.
პეტრო პოროშენკომ საქართველოს დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.
“უკრაინა ხედავს მეგობარი საქართველოს გასაჭირს და მზადაა, ქართველ ხალხს საჭირო დახმარება აღმოუჩინოს”, – წერს პოროშენკო. პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.