სააკაშვილი – იანუკოვიჩის დროინდელ ეკონომიკურ დონეს უკრაინა 20 წლის შემდეგ დაუბრუნდება
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ ეკონომიკის ვარდნა გაჩერდება, უკრაინის ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად 4%-ს შეადგენს და 2013 წლის დონეს ქვეყანა 20 წლის შემდეგ მიაღწევს. ამის შესახებ სააკაშვილმა ოდესის რეგიონის სტრატეგიულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს უკრაინა ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.
შეგახსენებთ, რომ ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონში მისი პრიორიტეტი კორუფციის დამარცხება იქნება.