დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა გართულებულია
თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა გართულებულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია და საცობებია ქალაქის თითქმის ყველა უბანში.
დედაქალაქში მომხდარი სტიქიის გამო საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდა შემდეგ ქუჩებზე: ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბის გზატკეცილის (ვერის ახალი გზა)მიმართულებით, მოძრაობა დასაშვებია ბახტრიონის, პეკინის და საბურთალოს ქუჩების მიმართულებით; ვეფხსა და მოყმესთან და მტკვრის მარჯვენა (მთლიანად) სანაპიროზე მოძრაობა აკრძალულია; თამარ მეფის მარჯვენა პანდუსთან მოძრაობა დაკეტილია „ლაგუნა ვერის“ მიმართულებით;
მოძრაობა დაშვებულია თამარ მეფის პანდუსის გავლით “თბილისი ცენტრალი”-სკენ და ცინცაძის ქუჩით; მოძრაობა დაკეტილია ფილარმონიასთან გმირთა მოედნის მიმართულებით. ფილარმონიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის ქუჩის და თავისუფლების მოედნის მიმართულებით; ელბაქიძეზე ჩასულ ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაკტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით; ელბაქიძის ქუჩიდან მოძრაობა აკრძალულია მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაკტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის მოედნისკენ; მოძრაობა დაკეტილია მარჯვენა სანაპიროზე რესტორან “ძველ სახლთან”; ვირსალაძის ქუჩიდან ჩამოსულ ნაკადს შეუძლია იმოძრაოს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმართულებით; ავლაბრის მოედნიდან ჩამოსული ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ მარცხენა სანაპიროს მიმართულებით; პერიოდულად საცობის აცილების მიზნით თავისუფლების მოედნიდან ტრანსპორტი იმოძრავებს კონკას მიმართულებით; კრწანისის მოედნიდან წამოსული ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ ლესელიძის ქუჩით და მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროსკენ და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გულუას ქუჩაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ორთაჭალჰესის გავლით.