დავით ნარმანია გზის ძირითადი ნაწილის გახსნას დღის ბოლოსთვის ვარაუდობს
თბილისის მერი დავით ნარმანია დღის ბოლოსთვის გზის ძირითადი ნაწილის გახსნას ვარაუდობს.
ამის შესახებ განცხადება მან გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.
“ძირითადი ნაწილი, გარდა ვერეს ხეობის გზისა, დღეს გვიან ღამით უნდა გაიხსნას, რომ ხვალ დილიდან მოძრაობა აღდგეს,” – განაცხადა ნარმანიამ.
სოზარ სუბარის თქმით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და დღის ბოლომდე უკვე ახალი ინფორმაცია იქნება.
გმირთა მოედანზე ასევე მოხალისეები მივიდნენ, რომლებიც დასუფთავების პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დონემ დაიწია და არაერთი მანქანა გამოჩნდა, რაც, სავარაუდოდ, მდინარე ვერემ ჩამოიტანა.