მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობა პატივს მიაგებს 13-14 ივნისს, თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს მათ ოჯახებს.
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სტიქიისას გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.