წყნეთის ქუჩის #13-ე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება(ფოტოკოლაჟი)

თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის ქუჩის #13-ე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. როგორც ადგილიდან “კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, კორპუსის მცხოვრებლების ნაწილი მათივე სურვილით ახლობლებთან დაბინავდება, ხოლო ნაწილს ვაკის გამგეობა სასტუმრო “მერკურსა“ და “ტიფლისში“ გადაანაწილებს. ამ წუთებში გამგეობის თანამშრომლების მიერ მათი აღწერა მიმდინარეობს.
როგორც “კვირას“ ვაკის გამგეობის წარმომადგენელმა განუცხადა, კორპუსის საძირკველს შესაძლოა მდინარე ვერემ საფრთხე შეუქმნას, ამიტომ სპეციალისტებმა ვითარება უნდა შეისწავლონ. მისივე ინფორმაციით, სპეციალისტების მიერ პირველად დასკვნის მომზადებას დაახლოებით სამი დღე, საბოლოო დასკვნას კი დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანა იქამდე მოხდება, ვიდრე შენობის მდგრადობის შესახებ ექსპერტების დასკვნა არ მომზადდება. ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟებია მობილიზებული.

11303566_380427995496723_82748406_n

11419812_380427982163391_900718097_n

11536875_380427958830060_625853056_n

11124906_380428018830054_410883213_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები