ვახტანგ გომელაური: დაკარგული 24 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს დაკარგული 24 ადამიანის ძებნა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, ხოლო 24 დაკარგულად ითვლება და მიმდინარეობს მათი ძებნა.

“ნაპოვნ მანქანებში ადამიანები არ აღმოჩნდნენ. შესაძლოა, მანქანები გვირაბებში იყოს ჩატანილი, რომელიც სილით და ლამით არის სავსე. შესაძლებელია, მანქანები იყოს მტკვარში. გადანგრეულია ჯებირი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები