მინდია ჯანელიძე: ამჟამად ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება

სტიქიის შედეგების დასტაბილურების პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სიტუაცია სტაბილურდება, თუმცა ის  კრიტიკული რჩება შემდეგ რაიონში: ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია, სვანიძის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩაზე პოლიციის მიმდებარე ტერიტორია, ასევე წყნეთი-ახალდაბის გზიისა და წყნეთი-ბეთანიის გზის მიმართულება.

“შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით განაგრძობენ მუშაობას კრიზისის შედეგების ლიკვიდაციისათვის. კრიტიკული რაიონები თბილისში არის: ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია, სვანიძის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩაზე პოლიციის მიმდებარე ტერიტორია, ასევე მდგომარეობა რთულია წყნეთი-ახალდაბის გზის მიმართულებით და წყნეთი-ბეთანიის გზის მიმართულებით” , – აცხადებს მინდია ჯანელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები