მდინარე ვერეს ხეობიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს
მდინარე ვერეს ხეობაში მაცხოვრებელ საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილ 25-მდე ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ადიდებულმა „ვერემ“ სახლები დაანგრია. ხელისუფლება მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადაყვანას დაჰპირდა. ამ წუთებში მთავრობის დახმარებით მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.