„ვერეს“ ადიდების შედეგად შექმნილი კატასტროფა პროგნოზირებადი იყო”
“მდინარე ვერეს ადიდების შედეგად შექმნილი კატასტროფა პროგნოზირებადი იყო”- განცხადება ამის შესახებ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელმა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინიტრმა ნინო ჩხობაძემ გააკეთა.
ჩხობაძის თქმით, ესტაკადის მშენებლობის დროს გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ ყოფილა და მშენებლობა დაიწყო მანამდე, ვიდრე შესწავლა დასრულდებოდა.
“თავის დროზე, როდესაც ესტაკადა შენდებოდა, ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, რომ სწორად არ იყო გათვლილი ყველაფერი. ეს რისკი უნდა ყოფილიყო მოდელირებული, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. მაშინ ძალიან გვეჩქარებოდა მშენებლობა და საზოგადოებამაც ვერ შევძელით ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი სიტყვა”, – აღნიშნა ჩხობაძემ.
მისივე თქმით, მდინარე ვერემ ზოოპარკის ტერიტორია 1961 წელსაც დატბორა.
“დღეს რომ ასეთი სიტუაციაა შექმნილი, გმირთა მოედანი რომ დანგრეულია, ყველა ეს მონაცემი პროგნოზირებასთან მიმართებაში არსებობდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ხარჯი მდინარეზე არის მაღალი და ვერ გაატარებდა ეს მილები წყლის მოცულობას და ვერც გაატარა. მოხდა ამხელა ტრაგედია”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.