სპეციალურმა სამსახურებმა მელიქიშვილის გამზირზე ლომის გაუვნებელყოფა შეძლეს
სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ზოოპარკიდან გაქცეული ლომი დაიჭირეს და მისი გაუვნებელყოფა შეძლეს.
ძლიერი სტიქიის შედეგად დაიტბორა თბილისის ზოოპარკი, რის გამოც რამდენიმე ცხოველმა ვოლიერიდან გაქცევა მოახერხა.