თბილისის ქუჩებში 6 ლომს, 6 ვეფხვს, 7 დათვსა და 13 მგელს ეძებენ
-
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ ფხალაძის განცხადებით, თბილისში 6 ლომს, 6 ვეფხვს, 7 დათვსა და 13 მგელს ეძებენ.
ფხალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან, ვიდრე არ მოხდება ცხოველების უკან ვოლიერებში გადაყვანა.
მისივე თქმით, ცხოველები ზოოპარკიდან დღეს წყალდიდობის შედეგად გაიქცენენ. ცხოველების ძიების პროცესში შსს-ს დანაყოფები არიან ჩართულები.