პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს
ამ წუთებში თბილისში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, აღნიშნულ სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
მთავრობის მეთაური შესაბამის უწყებებს დავალებებს მისცემს, რათა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხერხდეს. სხდომას უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, ასევე, ცენტრალური და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.