თავდაცვის სამინისტრო სტიქიის შედეგად შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტრო თხოვნით მიმართავს მოსახლეობას არ აყვნენ პანიკას.
“თავდაცვის სამინისტრო პირველი წუთებიდან ჩართულია პროცესებში. სამინისტროს და გენშტაბის ხელმძღვანელობა იმყოფება ადგილზე. სრულად არის მობილიზებული საინჟინრო ბრიგადისა და ლოჯისტიკის პირადი შემადგენლობა, რომლებიც ყველა ტექნიკური საშუალებით დახმარებას უწევენ დაზარალებულებს. თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად”,-აცხადებენ სამინისტროში.