ვახტანგ გომელაური: სამაშველო ოპერაციებში ჩართულია შს სამინისტროს ყველა დანაყოფი
დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, მოქალაქე წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა იმსხვერპლა.
“ერთი გარდაცვლილია. შემთხვევა მოხდა წყნეთი-ბეთანიიის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, რამდენიმე მანქანა მოყვა მეწყერში და 7-8 კაცი იყო დაშავებული, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ და ერთი გარდაცვლილი იყო სამწუხაროდ. დაშავებულებში თუ არ ვცდები უცხოელებიც არიან. რაც შეეხება დაკარგულებს, დაკარგულებზე შემოვიდა შეტყობინება ხუთ ადამიანზე, სამი ქალბატონი და ორი კაცი, ძებნა მიმდინარეობს. შესულები არიან მაშველები. ყველა ჩართულია, შს სამინისტროს ყველა დანაყოფი: ვერეს ხეობა გვაქვს აყვანილი კონტროლზე და მთლიანად მიმდებარე ქუჩები. მოგეხსენებათ მოხდა ცხოველების გამოსვლა გალიებიდან რამდენიმე ცხოველის ლიკვიდაცია დაგვჭირდა სამწუხაროდ. კონტროლზე გვყავს აყვანილი, რომ ადამიანებზე არ მოხდეს თავდასხმა”, – განაცხადა შს მინისტრმა.