თინა ხიდაშელი: ჩვენი ხმა მუდამ უნდა ისმოდეს, ჩვენი საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა იხსნებოდეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავსტრიიდან “ქრონიკის” შეკითხვებს უპასუხა. თინათინ ხიდაშელი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვენიდან ჩაერთო. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიციები, დამოკიდებულება, განსაკუთრებით რიგის სამიტის შემდეგ, ერთის მხრივ და მომავალი ვარშავის სამიტის კონტექსტში იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, ჩვენი ხმა მუდამ ისმოდეს, ჩვენი საკითხები დღის წესრიგიდან არ იხსნებოდეს. მე ხვალ მექნება გამოსვლა ფორუმზე, სადაც, ბუნებრივია, ვისაუბრებთ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოების პოლიტიკაზე და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ასევე, როდესაც უკან დავბრუნდები მიუნხენის კონფერენცია ტარდება ვენაში. ეს ერთ-ერთი ყოველწლიური ღონისძიებაა და იქაც, ანალოგიურად საუბარი, ბუნებრივია, ძირითადად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს და იმ გამოწვევებს ეხება, რომლის წინაშეც საქართველო დგას.“

თინათინ ხიდაშელი ვახაუს ევროპულ ფორუმში იღებს მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ჟან ივ ლე დრიანთან. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფრანგული სამხედრო-სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები