ჯანდაცვის სამინისტრო: ეკა კვალიაშვილის განცხადებები დაფინანსებაზე უსაფუძვლოა

უხერხულია, გუშინ ჯანდაცვიდან საგარანტიო წერილები გაიტანოს და დღეს ჯანდაცვის სამინისტროს უმადური იყოს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თამარ ბოდოკია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მომღერალ ეკა კვალიაშვილის სტუმრობას გადაცემა “რეაქციაში”.

როგორც ბოდოკია ამბობს, ეკა კვალიაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა.

“მეუბნებიან, ეკა კვალიაშვილმა ჯანდაცვაზე ცუდად ილაპარაკაო. მესმის, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მაგრამ ცოტა უხერხულია, გუშინ ჯანდაცვიდან საგარანტიო წერილები გაიტანოს და დღეს ჯანდაცვის სამინისტროს უმადური იყოს. გადავამოწმე და მიმტკიცებენ, ეკამ დაფინანსებით ისარგებლა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე რეფერალურითაც. რაც შეეხება იმ ათი ათას დოლარს თუ ევროს, რითიც ეკას საზღვარგარეთ დაფინანსება უნდა მომხდარიყო, ეკამ არ წარმოადგინა საზღვარგარეთ მკურნალონის კალკულაცია, შესაბამისად, სამინისტრო თანხას ეკას პირად ანგარიშზე ვერ დარიცხავდა”, – განაცხადა თამარ ბოდოკიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები