რიჩალდ ნორლანდი ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები საერთაშორისო ურთიერთობების გამორჩეული მეცნიერის, ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებენ. „მის გამჭრიახობაზე, სიბრძნესა და იუმორზე სწავლობდნენ სტუდენტთა, მკვლევართა და დიპლომატთა თაობები საქართველოში, აგრეთვე ამერიკასა და მთელ მსოფლიოში. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები