სიტყვიერი დაპირისპირება და ცხარე კამათი “რეაქციაში“

ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში” დასაქმების პრობლემის საკითხზე გამართული დებატები და ცხარე კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სტუდიაში ერთმანეთს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესორი თამარ ბელქანია და იუმორისტი ბაკურ სვანიძე დაუპირისპირდნენ.
“2010 წელს სრულიად მოულოდნელად დავრჩი უმუშევარი, ავდექი და გავაკეთე სალექციო კურსი, შევთავაზე სამი საავტორო გადაცემა და დღეს მაქვს ოთხი სამსახური“,- განაცხადა თამარ ბელქანიამ.
ბელქანიას აღნიშნულმა განცხადებამ ბაკურ სვანიძის აღშფოთება გამოიწვია.
“როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი, გუგულიზე უარესი ხარ შენ, ესეიგი ჩვენ ვერაფერი მოვიფიქრეთ და სულელები ვართ“, -აღნიშნა სვანიძემ.
ბელქანიამ სვანიძეს დამშვიდებისკენ მოუწოდა: “ბაკურ გირჩევნია დამშვიდდე, ჩვეულებრივი დემაგოგი ხარ“.
სვანიძემ ბელქანია უტიფრობაში დაადანაშაულა და ”რეაქციის“ სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები