უჩა ნანუაშვილმა, ხელფასის გარდა, სახელფასო დანამატის სახით 18 925 ლარი მიიღო
2014 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 89 670 ლარი.
როგორც ორგანიზაცია IDFI აღნიშნული თანხიდან მას სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს 18 925 ლარი, მათ შორის დეკემბრის თვეში 7000 ლარის დანამატი. საქართველოს სახალხო დამცველზე სახელფასო დანამატი საკუთარი ბრძანების საფუძველზე გაიცემა.
2014 წელს სახალხო დამცველს პრემია არ მიუღია. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 2014 წელს პრემია და სახელფასო დანამატი არ მიუღია, თუმცა, მისმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 228 000 ლარი. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 12 500 ლარს. ამასთან, 2013 წლის 1 ნოემბრის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს დამატებით დაენიშნათ ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 500 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, შეგვიძია ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც ხელმძღვანელ პირებზე დაწესებულია ორი თანამდებობრივი სარგო, კერძოდ სარგო ბანკის პრეზიდენტობის / ვიცე-პერიდენტობის, აგრეთვე სარგო ამავე ბანკის საბჭოს წევრობისთვის.