გია ვოლსკი: სახელმწიფო მინისტრის პოსტი მთიანი რეგიონის განვითარების საკითხებში, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან შეიქმნება
ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტი მთიანი რეგიონის განვითარების საკითხებში, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან შეიქმნება. ამის შესახებ ვოლსკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“სახელმწიფო მინისტრი მთიანი რეგიონის განვითარების საკითხებში” და არა “მთის მინისტრი”, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწისიდან მეტწილად ადმინისტრაციულ სფეროში არსებული რესურსების ხარჯზე შეიქმნება და კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფოს ძალისხმევას მთიანი რეგიონის დემოგრაფიული გადარჩენის, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებს. ამ მიმართებით სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს. მთიანი, საზღვრისპირა რეგიონების განვითარებას, იქ მოსახლეობის შენარჩუნებას საგანგებო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ-სტრატეგიული თვალსაზრისითაც”, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობა მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის იდეით გამოდის. კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ირაკლი ტრიპოლსკი და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.