გიორგი კახიანი: ზოგიერთი დეპუტატი ბოროტად სარგებლობს „ოჯახური მდგომარეობის გამო” გაცდენებით
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი „ოჯახური მდგომარეობის გამო” დეპუტატების მეირ გაცდენის მიზეზის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი დეპუტატი საპატიო მიზეზად, ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს და ამით ბოროტად სარგებლობს.
როგორც კახიანმა განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტი გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს.
“ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ და საერთოდ ამოვიღოთ ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა საპატიო მიზეზებიდან ან შესაძლოა იქ რაღაც დაზუსტდეს. დღევანდელი რეგულაციით, პარლამენტის წევრი უბრალოდ აკეთებს განცხადებას, რომ ის ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ ესწრება სხდომას და ეს მას საპატიოდ ეთვლება. თუმცა, რა მდგომარებაა ამ შემთხვევაში ასეთი მითითებები არ ხდება და გაცდენილი სხდომების სიმრავლე ეჭვს აჩენს, რომ ზოგიერთი პარლამენტის წევრი ბოროტად სარგებლობს ამით. ეს გარკვეულ დაფიქრებას საჭიროებს იმიტომ, რომ არცთუ ისე მარტივი იქნება კონკრეტული რეგულაციის მოფიქრება. ძალიან მალე ეს პროექტი მზად იქნება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის: ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს პარლამენტის რეგლამენტიდან „ოჯახური მდგომარეობის გამო“ საპატიო გაცდენების ამოღება სთხოვა.