პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი 2015 წლის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის შესაძლო შემცირების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის დეტალებზე კონსულტაციები გრძელდება. ამის შესახებ აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

” გასულ წელს, ყოველგვარი კორექტირების გარეშე, ასე ვთქვათ, ერთობლივი კორექტირების გარეშეც, ჩვენი მხრიდან მოხდა მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა. ამ ნაწილშიც ჩვენი მხრიდან იყო გამოთქმული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. ამასთან დაკავშირებით გრძელდება კონსულტაციები დეტალებზე”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები