”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილების განხილვას პარლამენტში დღეიდან იწყებს

”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილების განხილვას პარლამენტში დღეიდან დაიწყებს. ამ საკითხზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. აღნიშნული კანონპროექტის ავტორები – გია ჟორჟლიანი და ირაკლი ტრიპოლსკი არიან.
დედაქალაქის მთავრობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. ეს ძირითადად თბილისის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროს ეხება, სადაც თბილისის აღმსარულებელი ორგანოს ავტონომიურობა იზრდება. ამას “ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ტრიპოლსკიმ და დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა წარუდგინეს, რომელიც ამჟამად პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობს.
აღნიშნულ საკითხს თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქონების მართვისა და განკარგვის სფეროსთან მიმართებაში “ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები დედაქალაქს, როგორც მუნიციპალიტეტს გააძლიერებს. მისი თქმით, მომზადებული ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები იზრდება, შესაძლებლობა ეძლევა, პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც მას აქვს, ეკონომიკის სამინისტროს და სახელმწიფოს ნაცვლად, საკუთარ თავზე აიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები