თინა ხიდაშელმა ავსტრიასა და შვეიცარიაში დაგეგმილ ვიზიტებს მნიშვნელოვანი უწოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა „მაესტროს 9“ -ში ავსტრიასა და შვეიცარიაში დაგეგმილ ვიზიტებზეც ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ვიზიტებზე ის ბევრ კოლეგას შეხვდება.
მანვე, დაგეგმილი ვიზიტები მნიშვნელოვნად შეაფასა.
“მომდევნო კვირების განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ფორუმი ტარდება. ასევე მოგეხსენებათ, ივნისის ბოლოს არის თავდაცვის მინისტერიალი. ვინაიდან შეუძლებელია 22 ივნისამდე ევროპის ყველა დედაქალაქი ჩამოიარო, გადავწყვიტეთ და აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ფორუმებზე, რომლებსაც რამდენიმე მინისტრი ესწრება. ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მინისტერიალამდე, როგორც საგარეო საქმეთა, ასევე თავდაცვის მინისტრებს შევხვდეთ სხვა ფორმატებში. ავსტრიაში 2-ჯერ მიწევს შემდეგი კვირის განმავლობაში ჩასვლა, ასევე შვეიცარიაშიც ფორუმია დაგეგმილი. მე მექნება შესაძლებლობა ჩემს ძალიან ბევრ კოლეგას შევხვდე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, მათ გასაცნობად და, მეორეს მხრივ, ნიადაგის მოსასინჯად ყველა იმ თემასთან მიმართებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.