სურსათის სააგენტომ სალიბაურის სკოლაში, სადაც ბავშვები მოიწამლნენ, ვადაგასული სურსათი ამოიღო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა-პანსიონში ვადაგასული სურსათი ამოიღეს – ამის შესახებ ნათქვამის სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში ვადაგასული სურსათი – 165 ცალი კვერცხი და 5 კილოგრამი სპრედი გამოავლინეს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა-პანსიონში ვადაგასული სურსათი გამოავლინა. აღნიშნულ სკოლა-პანსიონში მოსწავლეებმა, სავარაუდოდ, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია მიიღეს, რის შესახებაც სააგენტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ვითარება ადგილზე შეისწავლეს. მონიტორინგის შედეგად სკოლა-პანსიონში გამოვლინდა ვადაგასული სურსათი – 165 ცალი კვერცხი და 5 კილოგრამი სპრედი, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება; ასევე აიღეს არაჟნის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.დოკუმენტური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა-პანსიონს სურსათით ამარაგებს ფონდი „ვიქტორია“, რომელიც ბიზნესოპერატორად არ არის დარეგისტრირებული, რის გამოც იგი 500 ლარით დაჯარიმდა“,-აღნიშნულია განცხადებაში.