სტიქიამ გორის რაიონის სოფლები მძიმედ დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის რაიონის 3 სოფელი მძიმედ დააზარალა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სოფელ ბნავასში, წედისსა და ატენში ადიდებულმა მდინარეებმა საცხოვრებელი სახლები დატბორეს.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე წვიმს. არსებული ინფორმაციით, ძლიერ წვიმას და სეტყვას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა.
დატბორილია მიწის სავარგულებიც. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავალი წყალმა წაიღო.
სტიქიის ზონაში გორის გამგებელი გაემგზავრა, ის ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები