ნიკოლოზ მჟავანაძე: ამ ლოგიკით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობამაც უნდა დატოვოს თანამდებობა

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ შეშფოთებას გამოთქვამს „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ სპორტული ჟურნალისტის და კომენტატორის სანდრო ცნობილაძის გათავისუფლების გამო. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 31 მაისს საქართველოსა და პორტუგალიის 19 წლამდე ნაკრები გუნდების თამაშის დროს დაშვებული შეცდომა, როცა პორტუგალიელების მიერ.

„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: “ეს არის გაუგონარი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ამ ლოგიკით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობამაც უნდა დატოვოს თანამდებობა, რადგან წლებია ათეულობით მილიონიანი დაფინანსების მიუხედავად ვერ მოახერხეს კონკურენტუნარიანი არხის ჩამოყალიბება.

ეს არის ადამიანის უფლებების აშკარა უგულებელყოფა და დასაქმებულის უფლებების უხეში დარღვევა. სწორედ ამ და სხვა ალოგიკური გადაწყვეტილების გამო უნდა დაისვას „საზოგადოებრივი მაუწყებლობის“ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც ისინი ასე თავხედურად და უაპელაციოდ აგდბენ თანამშრომლებს სამსახურიდან. ასევე გულდასაწყვეტია, რომ არ ჩანს ჟურნალისტური სოლიდარობა. შესაბაბამისი მომართვის შემთხვევაში ,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ მზადაა იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს სანდრო ცნობილაძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები