მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ბურჭულაძის კონცერტს დაესწრო
პაატა ბურჭულაძემ ოდესაში კონცერტი გამართა. ღონისძიება კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და ის პროგრამაში პირველი იყო. 3-დღიან ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. ფესტივალი ოდესის გუბერნატორის რანგში მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.