დავით ნარმანია ნიუ-იორკში მერების ფორუმში მონაწილეობდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნიუ-იორკში, მერების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი სახელწოდებით: „სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ქალაქები – ინოვაციური და განვითარების შესაძლებლობების მქონე ქალაქები“ ნიუ-იორკში, სასტუმრო „გრანდ ჰაიატში“ 8-10 ივნისს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ თბილისი აღნიშნულ ფორუმში წელს პირველად ჩაერთო. ფორუმის ფარგლებში დავით ნარმანიამ შეხვედრები გამართა ნიუ-იორკის, დუბაის, ამანისა და ანტვერპენის მერებთან.
თბილისის მერი შეხვდა, ასევე, ფორუმის დამფუძნებელს, სინგაპურის სახელმწიფო მინისტრს განვითარების საკითხებში – დესმონდ ლის და „სიმენსის“ მმართველი საბჭოს წევრს როლანდ ბუშს. ფორუმზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს დედაქალაქი, რომელიც მომავლის ქალაქის კონცეფციაზე მუშაობს. იმსჯელეს, ასევე, თბილისში ენერგოდამზოგავი გარე-განათების სისტემის დანერგვის შესახებ და გამწვანების საკითხებზე. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ. თბილისის შესახებ ინფორმაცია ვიდეორგოლის საშუალებით მიეღოთ. სამიტს თავმჯდომარეობდა სინგაპურის უფროსი სახელმწიფო მინისტრი ვაჭრობის, მრეწველობის და ეროვნული განვითარების დარგში ლი ი შიანი. ფორუმს ქალაქ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები