თბილისის მერია გზების გადაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

გმირთა მოედნის ესტაკადის და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გმირთა მოედნის ესტაკადის და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეეთაზე პარასკევს, 12 ივნისს, 9:00-დან 19:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება. ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან ტელევიზიის შენობის წინ გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე შეიზღუდება. ამ მხრიდან მიმავალ ტრანსპორტს ესტაკადაზე მოხვედრა მოედანზე არსებული პანდუსის გავლით შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები