გუგული მაღრაძე მთის მინისტრის პოსტის შესაძლო შექმნის საკითხს გამოეხმაურა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მთის მინისტრის პოსტის შესაძლო შექმნის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ მთას ეყოლება მთის მინისტრი, სამთავრობო სტრუქტურაში უკეთესად იქნება წარმოდგენილი მთის პრობლემები.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაცილებით უკეთესად შეიძლება იყოს მთის პრობლემები წარმოდგენილი, თუკი მთას ეყოლება მთის მინისტრი, რომელიც სამთავრობო სტრუქტურაში წარმოადგენს მთიანი რაიონების ინტერესებს და, რაც საჭიროა, გაკეთდება მთის რაიონებისთვის“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მთის რეგიონების განვითარების კოორდინირებას სხვადასხვა უწყება უზრუნველყოფს. სავარაუდოდ, შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტიც. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განუცხადა. პარლამენტში შესულია ინიციატივა, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ითვალისწინებს.