რატომ გამყარდა ეროვნული ვალუტა – დემურ გიორხელიძის განმარტება
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ლარის კურსის დროებით დასტაბილურებას ეროვნული ბანკის მიერ ლარის კურსის დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობების შეჩერებით ხსნის. როგორც გიორხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არ არსებობდა მიზეზი, რომელიც ასე მოკლე დროში ლარის ასეთ მკვეთრ ვარდნას გამოიწვევდა.
„ლარის კურსის დასტაბილურება შესაძლოა, მხოლოდ დროებით ფაქტორთან იყოს დაკავშირებული. როცა ეროვნულ ბანკზე ზეწოლამ მოხსნა ის აქტივობები, რასაც ეროვნული ბანკი კურსის დესტაბილიზაციისთვის აკეთებდა. ლარის კურსის ასეთი სწრაფი ვარდნისთვის არანაირი საგარეო და საშინელი ფაქტორები არ არსებობდა. ამდენმა შეძახილმა შეაჩერა ის სპეკულაციური მოქმედებები, რომლებიც ქვევით ექაჩებოდა ლარის კურსს. ილუზიები არ უნდა შეგვექმნას – ლარი პრობლემების წინაშეა, ეს გამყარება ბევრს არაფერს ნიშნავს, ეს გამყარება მოხმარების და იმპორტის შემცირების ხარჯზეა. ჩვენ ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციები და ვალუტის მყარი შემოდინება გვჭირდება“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.