ფილიპინების ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ზურაბ ალექსიძემ საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო

გააცნო ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქ. მანილაში, საქართველოს საპატიო კონსულის ბ-ნ ხ. ასენიეროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 9 ივნისს გაიმართა საზეიმო მიღება ელჩის ზურაბ ალექსიძის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემასთან დაკავშირებით. ფილიპინებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ მანილაში მოქმედი საპატიო კონსულები და დიპლომატიური კორპუსი, ფილიპინების საგარეო საქმეთა დეპარტამენტის, სენატის, ბიზნესწრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ და საპატიო კონსულმა ხ. ასენიერომ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ჭაჭა და შოკოლადი. მონიტორის საშუალებით სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ვიდეორგოლებს და ქართული ანბანის ფოტოკოლაჟს. საქართველოს ელჩმა დაინტერესებულ სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველო-ფილიპინებს შორის ორმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 10 ივნისს, საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე შეხვდა ფილიპინების საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ევროპის საქმეთა დირექტორატის დირექტორს მარია კლეოფე ნატივიდადს (Assistant Secretary office of European Affairs – Maria Cleofe Natividad). მხარეებმა ისაუბრეს უახლოეს მომავალში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობაზე, ასევე განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის დიპლომატიური სასწავლო პროგრამების გაცვლის შესაძლებლობები. ფილიპინების მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და იქვე გამოხატა დაინტერესება ორ ქვეყანას შორის ბიზნესდელეგაციების გაცვლასთან დაკავშირებით. 12 ივნისს საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე მონაწილეობას მიიღებს ქ. ილოილოში ფილიპინების რეპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, რომელსაც დაესწრება სხვადასხვა ქვეყნის 91 რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები