თამარ სანიკიძე: სასკოლო სახელმძღვანელოები წელს შედარებით მცირე რაოდენობით დაიბეჭდება

სასკოლო სახელმძღვანელოები წელს დაიბეჭდება შედარებით მცირე რაოდენობით, რადგან ქსელში არსებობს ვარგისი მარაგი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდეგი წლიდან პირველი – მეექვსე კლასის სახელმძღვანელოები მთლიანად ამოგვაქვს ქსელიდან, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის ვარგისი მარაგი, რომელიც გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, შემცირდება წელს დასაბეჭდი სახელმძღვანელობის რაოდენობა, მაგრამ შემდეგ წელს უკვე გარკვეულ კლასებში – პირველ მეექვსე კლასებში ახალი სახელმძღვანელოები იქნება”, – განაცხადა სანიკიძემ. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, მოხდა ქსელში არსებული ძველი წიგნების ინვენტარიზაცია და, ფაქტობრივად, ყველა წიგნი ფიზიკურად არის ნანახი. მინისტრის თქმით, ხარისხი შენარჩუნებულია. “იქედან გამომდინარე, რომ თვითონ ქაღალდისა და წიგნის ხარისხი 2013 წლიდან მოყოლებული ბევრად გაუმჯობესდა”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები