„ნაფიც მსაჯულთა მოქმედი მოდელი სუსტია და, საერთოდ, დასაფიქრებელია, ეს ინსტიტუტი ქართულ სინამდვილეში რამდენად გაამართლებს“

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი კახა სოფრომაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სუსტია და ნაკლებად მუშაობს. როგორც სოფრომაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მისი თქმით, მოქმედი ინსტიტუტი მინიმუმ დახვეწას საჭიროებს, საერთოდ კი დასაფიქრებელია, ეს ინსტიტუტი ქართულ სინამდვილეში რამდენად გაამართლებს.

„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ის დიდი ხანია აპრობირებულია. ნაწილი ამბობს, რომ მან ამოწურა თავისი თავი და უნდა გაუქმდეს, ნაწილი ამბობს, რომ საზოგადოების ჩართულობა სამართალწარმოების პროცესში აუცილებელია, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მდგომარეობას, მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ მინიმუმ დასახვეწია. დღეს მოქმედი მოდელი საკმაოდ სუსტია, ნაკლებად მუშაობს და საერთოდ დასაფიქრებელია, რამდენად გაამართლებს ეს ინსტიტუტი ქართულ სინამდვილეში. მე ვქფიქრობ,რომ კანონმდებლებიც და იუსრისტებიც მინიმუმ ამ ინსტიტუტის გაუმჯობესებაზე უნდა დაფიქრდნენ“, – აღნიშნა კახა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები