მთის რეგიონების განვითარების კორდინირებას სხვადასხვა უწყება უზრუნველყოფს

მთის რეგიონების განვითარების კორდინირებას სხვადასხვა უწყება უზრუნველყოფს.

ამასთან, შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტიც. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელმა, გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მთის კანონი ითვალისწინებს სხვადასხვა მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომ მთის განვითარებას ხელი შეუწყოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას აღსრულების მექანიზმები. ვფიქრობ, რომ მთავრობა ამ ინიციატივას გაითვალისწინებს. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას მთის რეგიონების განვითარებისთვის. ის კოორდინირებას გაუწევს სხვადასხვა უწყებას და ვფიქრობ, რომ მთავრობა წინადადებას გაითვალისწინებს”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. პარლამენტში შესულია ინიციატივა, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ განვითარებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები