ჩუღურეთის რაიონის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” პარტიულმა ორგანიზაციამ მუშაობა განაახლა

ჩუღურეთის რაიონის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” პარტიულმა ორგანიზაციამ მუშაობა განაახლა. ახალი ოფისი, რომელიც ჯავახიშვილის #78-ში მდებარეობს, რაიონის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ გახსნა. საკრებულოს დეპუტატმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. პრეზენტაციას რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები