კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობის 5 წელს აღნიშნავს
კავკასიის ბუნების ფონდი, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობის 5 წელს აღნიშნავს.
“ქარვასლის” საგამოფენო დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ესწრებოდნენ.
როგორც “კვირას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, კავკასიის ბუნების ფონდმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისათვის დაახლოებით ხუთი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, მომდევნო 5 წლის მანძილზე, თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკოტურიზმის განვითარება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო სივრცის შექმნა.
ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კერძო სექტორის წამომადგენლებიც ესწრებოდნენ.