კულტურის სამინისტრო ხარჯებს ადმინისტრაციულ ნაწილში შეამცირებს

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით,მისი უწყება საკუთარი ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში ხარჯებს ადმინისტრაციულ ნაწილში შეამცირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შემცირება, ძირითადად, შეეხება საწვავთან, სატელეკომუნიკაციო, მივლინებასთან და ავეჯის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულ ნაწილში ვცდილობთ ხარჯების შემცირებას, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტი მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული და დეტალებზე ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი. მოიაზრება, ძირითადად, საწვავის, ტელეფონის, მივლინებისა და ავეჯის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების კორექტირება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. ბიუჯეტის პროექტს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები