საუდის არაბეთის პრინცმა საპრივატიზაციო ობიექტები დაათვალიერა

საუდის არაბეთის პრინცმა თბილისში საპრივატიზაციოდ გამზადებული რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა. ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდის მეგზურობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილმა გაუწია.
საუდის არაბეთის პრინცი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. აეროპორტში კი მას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები