ამირან გამყრელიძე: ზაფხულში გარეთ ნაყიდი პროდუქტების შეძენისას გადამდები დაავადებების რისკი მატულობს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გარემოვაჭრეებისგან პროდუქტების შეძენას არ ურჩევს და ზაფხულის დადგომასთან ერთად გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროებაზე აფრთხილებს.
როგორც “კვირასთან” საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, არასასურველ პირობებში გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი სხვადასხვა ტიპის ინტოკსიკაციას, ასევე დიარიულ და სხვადასხვა სახის გადამდებ დაავადებებს იწვევს.
“დაზიანებული ხორციდან შეიძლება მთელი რიგი პარაზიტის დაავადებები გადავიდეს. სასურველია და აუცილებელი, რომ პროდუქტები შევიძინოთ მაღაზიებში,რადგან პროდუქტის შენახვის ყველა პირობა დაცულია, მოსახლეობა ვურჩევთ, რომ პროდუქტი ყოველთვის იმ ადგილებში შეიძინოს, სადაც დაცული იქნება ამა თუ იმ პროდუქტის შენახვის შესაბამისი პირობები”,-აცხადებს ამირან გამყრელიძე.