ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმდინარე წლის 10 ივნისის, #237 ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის წარდგინებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყავლაშვილი ამავე დროს, კანონმდებლობის დაცვით, კვლავ გააგრძელებს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შესრულებას.
ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობს. სახაზინო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე, ეკავა ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა, მანამდე იყო საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, მიღებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ცოტნე ყავლაშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის უფლებამოსილება მიმდინარე წლის 9 ივნისიდან მიენიჭა.